Sunday, January 2, 2011

სკანდინავიური მითოლოგია


Thor

თორი (Þórr, Thor, Thunar, Donar) არის ჭექა-ქუხილის ღმერთი. ის არის ოდინისა და იორდის (Jord) შვილი. იორდი განასახიერებს დაუსახლებელ, დაუმუშავებელ პრიმიტიულ მიწის. იგი იყო მთავარი ღმერთის, ოდინის ერთ-ერთი მეუღლე.
თორის მეუღლე იყო სიფი (Sif). ის ოქროსფერ-თმიანი მოსავლისა და ნაყოფიერების ქალღმერთი იყო.

sif
სიფი

როგორც მისი დიადი მამა, თორიც ხშირად სტუმრობდა დედამიწას. იგი იყო მეგობრული მოკვდავების მიმართ და იყო გიგანტების მტერი, თუმცა თავადაც გიგანტი იყო ყველანაირი შეხედულებით. მას ჰქონდა ზეადამიანური ძალა და მადა :D . მისი წითური წვერი იყო ელვის სიმბოლო. მისი წვერი კაშკაშებდა როდესაც იგი ომში თავისი კარეტით გამოდიოდა, რომელშიც მას თხები ჰყავდა შებმული. როდესაც თორი ბრაზდებოდა ის წვერზე ხელს ისვავდა და გამოსცემდა საშინელ ხმას. საზარელი იყო ამ დროს ის ხმა და თორის გამოხედვა.

Thor
თორი

თორის მუდმივი ესკორტი იყო ლოკი (Loki). ლოკი იყო ბოროტების და ქაოსის ყველაზე ბოროტი ღმერთი. იგი იყო იგილის (Egil) ვაჟი, როსკვას (Roskva) ძმა.

loki
ლოკი

ლოკი თორის მსახური გახდა მისი უტგარდში (Utgard) მოგზაურობისას. ლოკი განთქმული იყო თავისი სისწრაფით, ხოლო მისი და, როსკვა გადასცეს თორს როგორც მსახური მას შემდეგ რაც ლოკმა იგნორირება გაუკეთა თორის ბრძანებას და გაანადგურა თხის ძვლები, რომლითაც თორი იკვებებოდა.

Thor
თორი

თორი არის კოლოსალური ძალის მქონე მეომარი. მისი მაგიური სარტყელი მეგინგარდი (Megingjard) და რკინის ხელთათმანები მას კიდევ უფრო მატებს სიძლიერეს: რაც უფრო ძლიერ მოიჭერს სარტყელს, მით უფრო მეტი ძალა ეძლევა. მისი იარაღი არის დიდი საომარი ურო – მიოლნირი (Mjollnir), რომელიც ლოკის დავალებით იქნა გაკეთებული ორი ნაინის, სინდრის და ბროკრის მიერ. მიოლნირის გაქნევის შემდეგ ეს საომარი ურო მუდამ, თავის მფლობელს, თორს უბრუნდება და მზად არის ხელახალი ბრძოლისთვის. ღმერთებისთვის მიოლნირი ფასდაუდებელი განძი იყო, რადგან ის იცავდა აზგარდს გიგანტებისგან. ურო არამარტო იარაღი არამედ ნაყოფიერების სიმბოლოც იყო. ტრადიციების მიხედვით ქორწილის ცერემონიისას პატარძალს ჩაქუჩს უდებენ კალთაში.

Thor
თორი

გარდა ჭექა-ქუხილისა თორი აგრეთვე იყო ნაყოფიერების, ნაყოფიერი ქორწილის, ოჯახური კერის და ცეცხლის ღმერთი. მისი დღე, ხუთშაბათი იყო წარმატებული ქორწილის დღე და გლეხები აღნიშნავდნენ ამ დღეს.
თორი ცხოვრობდა ბილსკირნირის (Bilskirnir) ციხესიმაგრეში, რომელშიც 540 ოთახი იყო. ციხესიმაგრე იყო თანდერჰეიმის (Thrudheim) რეგიონში, ჯადოქრობის ადგილას (“place of might”). როდესაც სხვა ასები შეკრებაზე საკუთარი ეტლებით მიდიოდნენ თორი ცას ორი მაგიური თხის, ტანგნიოსტის და ტანგრისნირის მეშვეობით კვეთდა. ამავე დროს ეს ორი თხა თორის გამოულევი საკვებია. ის მათ შეწვავს და ჭამს. ძვლებს კი ტოვებს და მეორე დღეს თხები ცოცხლდებიან

Thor

ხელჩართულ ომში თორმა მოკლა გიგანტი ჰრუნგნირი (Hrungnir) რომელსაც ქვის თავი და გული ჰქონდა. ჰრუნგნირის გვამი თორს დაეცა. მიუხედავად თავისი ძალებისა, ვერცერთმა ღმერთმა ვერ შეძლო ჰრუნგნირის გვამის აწევა გარდა თორის სამი წლის ვაჟისა მაგნი(Magni).

Hruნgnir
ჰრუნგნირი
Magni
მაგნი

თორმა დაიფიცა რომ ომსა თუ მშვიდობაში, ზღვაში თუ ხმელეთზე ის დაეხმარებოდა ადამიანებს და მოუტანდა მათ იღბალს. სწორედ ამიტომ მის გამოსახულებას ადამიანები ხატავდნენ მაგიდებზე, გემებზე, სახლებზე. თორი იყო დაუნდობელი გლეხების მფარველიც. თორი იყო ერთერთი ყველაზე ზემდგომი ღმერთი ჩრდილოეთის მითოლოგიებში. მისი შთამომავლობა ძირფესვიანად გაქრა როგორც ბრინჯაოს ხანის კულტურა.

სკანდინავიელებ თვლიდნენ რომ სეტყვის დროს თორი ცაში თავისი ტხებშებმული ეტლით მოგზაურობდა. როცა თორი თავის ურო მიოლნირს ისროდა მაშინ ჭექა-ქუხილი იწყებოდა.
თორის მთავარი მტერი იყო იორმუნგანდი (Jormungand), ლოკის შვილი, ზღვის დიდი გველი. რაგნაროკის დღეს თორი მოკლავს იორმუნგანგს მაგრამ გველი მაინც მოასწრებს კბენას და 9 ნაბიჯის გადადგმის შემდეგ თორი უსულოდ დაეცემა მიწაზე. მისი სიკვდილის შემდეგ მის ჩაქუჩს მისი შვილები დაეუფლნენ.

იოტუნები (Jötun) – სკანდინავიურ მითოლოგიაში გიგანტები გრიმტურსენების (იმირის შვილები) ოჯახიდან. იოტუნები ცხოვრობდნენ იოტუნჰეიმში, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ძალით და სიდიდით და იყვნენ ასთა მოწინააღმდეგები და ხალხის მტრები. იოტუნების მეორე სახელია : გრიმტურსენები. ისინი განასახიერებდნენ სტიქიურ ძალებს. მათი ნაწილი ცხოვრობდა ქვის მთებში, ითვლებოდა რომ გრიმტურსენებს ქვის თავი და გული აქვთ. იოტუნების გარდა, ლეგენდებში მოხსენიებულნი არიან სხვა ტურსები(გიგანტები)

გიგანტ-იოტუნთა სია:

იმირი – პირველი გიგანტი
imir
იმირი

ანგრბოდა – გიგანტი ქალი, რომელმაც ლოკისგან სამი ურჩხული დაბადა : იორმუნგანდი – ზღვის დიდი გველი,
ფენრირი – მგელი-გიგანტი და ცისფერ-თეთრი სიკვდილი – ჰელი.

angrboda
ანგრბოდა

ბაუგიგილინიგის შვილი, გუტუნის უმცროსი ძმა. ბაუგი ოდინს დაეხმარა “პოეტური თაფლის” მოპოვებაში.
ბილეისტილოკის ძმა.
ბილინგირინდის მამა.

rind
რინდი

ვაფტრუნდირი – გიგანტი, რომელმაც ოდინს სიბრძნეში შეეჯიბრა.
გერდიფრეირის ცოლი.

freir
ფრეირი

გილინგი – გიგანტი, რომელიც მოკლული იქნა “პოეტური თაფლის” გამო ფიალიარის და გალიარის მიერ.
ჰიმირი – გიგანტი, რომელიც თორთან ერთად გაემგზავრა გველ იორმუნგანდის “დასაჭერად”.

thor
თორი

გიროკინი – გიგანტი ქალი, რომელმაც ასებს დაეხმარა ბალდრის გასასვენებელი გემის ზღვაზე გაშვებაში.

ბალდრი (ბალდერი ( Balder)), სინათლისა და გაზაფხულის ღმერთისკანდინავიურ მითოლოგიაში. ოდინისა და ფრიგის ძე. მისი სიკვდილი ღმერთების (ასების) და მთელი სამყაროს დაღუპვას მოასწავებდა, ამიტომ დედა – ფრიგი ყველაფრისაგან იცავდა, მხოლოდ ფითრი გამორჩა მხედველობიდან. ამით ისარგებლა ასების მტერმა ლოკმა, ფითრის რტოსგან ხელშუბი გააკეთა, წყვდიადის ბრმა ღმერთს ჰედრს გადასცა და ასპარეზობის დროს ისე მიმართა მისი ხელი, რომ ჰედრმა ბალდრი განგმირა. მითური გადმოცემით, ბალდრი მკვდრეთით აღდგება ხოლმე განახლებულ სამყაროსთან ერთად

baldra
ბალდრა

გრიდი - ქალი-გიგანტი. მან ოდინს ვაჟი, ვიდარი , გაუჩინა. ეხმარებოდა თორს.

grid
გრიდი
vidar
ვიდარი

ლოკი – იოტუნი ცეცხლის ღვთაება. იგი მოუხმობს რაგნაროკს და სამყაროს დასასრულს.
lok
ლოკი

მანი – მთვარის ღმერთი – ვარსკვლავების მმართველი.
მიმირიიგდრასილის ფესვებთან არსებული სიბრძნის წყაროსბრმა დარაჯი.

mimir
მიმირი

მოდგუდი – ქალი-გიგანტი, ჰელის მოსამსახურე.
მოკურკალფირუნგნირუს დასახმარებლად გიგანტების მიერ თიხისგან შექმნილი მთაკაცი. იგი თორის დამხმარემ, ტიალფიმ, მოკლა.

მუნდილფორიმანის და სოლის მამა. სიამაყის გამო დაისაჯა ასების მიერ.

ნარფინოჩის(Nótt) მამა.

nott
ნოჩი

რანიეგირის ცოლი. მეუღლეს ჩაძირული ხალხის გვამების შეგროვებაში ეხმარება.

ran
რანი
egir
ეგირი

რინდივალის დედა.
სკიმირი – გოლიათი, რომელიც თორს შეხვდა უტგარში მოგზაურობის დროს.
სნიორი – გიგანტი. თოვლის მოსვლის მახარობელი.
სოლი(სული, სუნა) – მზე, თვე მანის და.
ტოკი – ქალი-გიგანტი. ლოკმა ტოკის გარეგნობა მიიღო, რათა არ დაეშვა ბალდარის მკვდართა სამეფოდან დაბრუნება.

ტრიმიტრიმმა თორის ურო მოიპარა.
ფარბაუტილოკის მამა.
ფაილიარი – გიგანტი, რომელიც რაგნაროკის დასაწყისს გამოაცხადებს.
ჰელი – გარდაცვლილთა სამეფოს ქალღმერთი, ლოკის შვილი.

hel
ჰელი

ხროდიჰიმირის მეუღლე.

himir
ჰიმირი

ხრესვლეგრი(Hraesvelgr) – ქარის მბრძანებელი.
ეგირი(Agir) – ზღვის გიგანტი, ზღვათა მფლობელი, ასების მეგობარი.
ელი – ქალი-გიგანტი. თორს აიძულა მუხლის მოდრეკა მათი შერკინების დროს.
იარნსაკსათორის საყვარელი. თორის ვაჟის, მაგნის, დედა.

iarnaska
იარნასკა
magni


odin

ოდინი(Odin, Óðinn Odhin, Wotan, Wotan, Jolnir) – უზენაესი ღვთაება სკანდინავიურ მითოლოგიაში; ვალჰალას მბრძანებელი, სიბრძნის, პოეზიის, მაგიის, ომისა და შუღლის ღმერთი. გარდა ამისა არის სიკვდილის ღვთაებაც. ტევტონურ (ძველ გერმანულ) მითოლოგიაში მსგავსი პერსონაჟი იყო ვოდანი(Vodan, Votan) ოდჰინი (Odhinn). ანგლოსაქსურ მითოლოგიაში ვოდენი (Woden). ოდინმა შექმნა ვალკირიები (valkyries), 12 გაუთხოვარი მეომარი, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ ვალჰალაში, მკვდარი გმირების დარბაზში, სადაც ოდინის სამსჯავრო იყო.

valkyries
ვალკირიები

ოდინის ცოლი იყო ფრიგა. ოდინი ცხოვრობდა აზგარდში (Asgard) , ვალასკალფის სასახლეში. იქ იყო მისი ტახტი, საიდანაც ის თვალყურს ადევნებდა თუ რა ხდებოდა სკანდინავიის 9 ქვეყანაში. ოდინი სტუმრობდა დედამიწას, სახეშეცვლილი რათა ადამიანებს არ ეცნოთ, რათა ენახა თუ როგორ იქცეოდა ხალხი და გაეგო როგორ განსჯიდნენ მას.

frigg
ფრიგა

ლეგენდის მიხედვით, ოდინი ხალხს უმეტესად ევლინებოდა, როგორც ცალთვალა, ლურჯმოსასხამიანი მოხუცი. იგი რვაფეხიან ცხენზე, სლეიპნირზე (Sleipnir), არის ამხედრებული. როდესაც ის თავის სამფლობელოს დარბაზში ზის მას ორი ყვავი, ჰუგინი (აზროვნება) და მუნინი (მახსოვრობა) გარე სამყაროს ამბებს ყურში ჩასჩურჩულებენ. ისინი სასახლიდან ყოველდღიურად გამოფრინდებოდნენ და მოჰქონდათ ყველა სიახლე რაც 9 ქვეყანაში ხდებოდა. ორი მგელი, რომლებიც მის ფეხებთან სხედან არიან გერი (ნაყროვანება) და ფრეკი (განადგურება).

g

ოდინს ჰქონდა შუბი გუნგნირი (Gungnir), რომელიც მისთვის დვარფებმა (dwarves - მითიური რასა, ჯუჯები რომლებიც მიწის ქვეშ ცხოვრობდნენ) დაამზადეს. შუბი სამიზნეს არასდროს ცდებოდა. შუბის მოზიდვა ომის მომასწავლებელი იყო. ეს მოხდა აირისსა და ვენისს შორის (the Aesirs and the Vanirs), ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ომებს შორის.

odin
ოდინი

ოდინის ატრიბუტები იყო მშვილდი და 10 ისარი, რომლებიც მიზანს არასდროს სცდებოდნენ, და ბეჭედი დრუპნირი (Draupnir), რომლისგანაც ყოველ მეცხრე ღამეს დანარჩენი 8 ბეჭედი წარმოიშვა.

ოდინი იყო ღმერთი მამაცი მებრძოლისა და მშვიდობიანი ოჯახებისა. ეს ღმერთი ჩვეულებრივ ხასიათდება როგორც მოხუცი ბრძენი კაცი თეთრი წვერით, ან ომის მბრძანებელი ოქროს მუზარადით, შუბი მარჯვენა და ფარი მარცხენა ხელში ეჭირა. როგორც ქარის ღმერთი, ოდინი ამხედრებული იყო რვაფეხა ცხენზე სლიპნირზე. როგორც ყველა ღმერთს, ოდინსაც შეეძლო მიეღო ის ფორმა რაც მას სურდა. ოდინს უამრავი ზედმეტსახელი შეარქვეს. ყველაზე გავრცელებული სახელებია:
ალფადირ (ყველაფრის მამა)
ბოლვერკ (უბედურების მომტანი)
ჰარ (ძალიან მაღალი)
ჰარბარდ (ნაცრისფერი წვერი)
ჯაფნჰარ (უმაღლესი)
თჰიდი (მესამე)
ვეგტამ (ბილიკების მცოდნე)
b

ოდინმა და მისმა ძმებმა იმირი (პირველი გიგანტი) მოკლეს. იმირის ნარჩენებისგან მათ მიდგარდი (ადამიანთა სამყარო) შექმნეს. ჭიაყელებისგან, რომლებიც იმირის ჩონჩხს შესეოდნენ, ნაინები იქნა შექმნილი. ცხრა დღე-ღამის განმავლობაში, საჭმელის და სასმელის გარეშე, ოდინი იგდრასილზე (ხე-სამყარო) იყო ჩამოკიდული, რათა ხის სიმბოლოთა საიდუმლო შეეცნო. მანამ ამ მსხვერპლშეწირვით ისწავლა 9 პოემა ძალისა და 18 რუნი, რამაც საშუალება მისცა რომ კონტაქტი ჰქონოდა მკვდრებთან და გაეუმჯობესებინა თავისი საკუთარი ბრძნული მანერები. თავისი ცალი თვალი მან მიმირის გაუცვალა სიბრძნის მე3 შადრევნის წყალში. ზოგს სწამდა რომ ოდინის თვალი, რომელიც მან მიმირს დაუტოვა, მზესავით ანათებდა. ოდინმა ნაინებს პოეზია მოპარა და ღმერთებს და ადამიანებს აჩუქა. ოდინის ვაჟები არიან : თორი (Thor), ბალდერი (Balder), ვიდარი (Vidar), ბრაგი (Brag), ბალი (Bali), ტური (Tur) და ჰოდერი (Hoder). ოდინი მოკლული იქნა მგელ ფენრირის, ლოკის შვილის მიერ, რაგნაროკის (უკანასკნელი ბრძოლა) დღეს.

fenrir
ფენრირი